ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ზემო წყლულეთში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და დამხმარე სათავსოებს მოედო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი დასახლებულ პუნქტსა და ტყესთან საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს და ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.