გიორგი მღებრიშვილი კახეთში, შტაბში თათბირს მართავს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბში თათბირს მართავს. გიორგი მღებრიშვილი თელავში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. იგი ხანძართან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
შეგახსენებთ, რომ თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა.
ამ დროისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ვითარება კონტროლს ექვემდებარება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ახლომდებარე ტყეში, სადაც ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ცოცხალი ძალა და შსს-ს ვერტმფრენი ცეცხლის ლოკალიზებას ერთობლივი ძალებით ცდილობენ.