„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმისა და ქობულეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დღეს ბათუმისა და ქობულეთის მერობის კანდიდატები წარადგინეს. ბათუმში მერობის კანდიდატი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე იქნება, ქობულეთში კი  ელგუჯა გოგმაჩაძე.
პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები  და ეს თანხა პენსიის ზრდას მოხმარდება.
როგორც დავით ბაქრაძემ  შეხვედრისას განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“, წლის ბოლომდე, ამომრჩევლებს პენსიის 50 ლარით გაზრდას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები