ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ოპერირება ავიაკომპანია „Buta Airways”-მა დაიწყო
ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ოპერირება ავიაკომპანია „Buta Airways”-მა დაიწყო.
როგორც „კვირას“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა.
„Buta Airways” რეგულარულ ფრენებს “აზერბაიჯანის ავიახაზების” (“AZAL”) ნაცვლად შეასრულებს. თავდაპირველად ავიაკომპანიების ჩანაცვლება 4 სიხშირეზე მოხდება, ხოლო 29 ოქტომბრიდან, ყველა რეისი აღნიშნულ მიმართულებაზე „Buta Airways”-ის მიერ განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 9 აგვისტოს მიენიჭა.
“Buta Airways” წარმოადგენს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების” (AZAL) სტრუქტურის ქვეშ შექმნილ ავიაკომპანიას, რომელიც დაფუძნებულია დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე.