ნიუ-მექსიკოს შტატში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი ქალაქ კლოვისის საჯარო ბიბლიოთეკაში გახსნა. მისი დაკავება პოლიციამ შეძლო. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
დანაშაულის მოტივი და მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები