გიორგი მღებრიშვილი: გაუმართავი არცერთი ვერტმფრენი არ ყოფილა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ რა მიზეზით ჩამოვარდა ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი, ექსპერტიზის ჩატარებამდე პასუხის გაცემა ნაადრევია.
”სულ რამდენიმე საათში უკვე თბილისში გადაიყვანენ ვერტმფრენს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა და ექსპერტიზის პასუხიდან ყველაფერი გაირკვევა. ვერსიაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ და არ გავასწრებ გამოძიების შედეგებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახანძრო სამუშაოებში ჩართული ორივე ვერტმფრენი ტექნიკურად გამართული იყო.
”გაუმართავი არცერთი ვერტმფრენი არ ყოფილა. ერთ ვერტმფრენს ჩაუტარდა რეგლამენტი და ისიც შეუერთდა სამუშაოებს, თუმცა ვერტმფრენი, რომელმაც გუშინ განახორციელა ავარიული დაშვება, არ ყოფილა ის ვერტმფრენი, რომელსაც რეგლამენტი ჩაუტარდა. აღნიშნული ვერტმფრენი პირველივე დღიდან მუშაობდა სტიქიის ზონაში”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები