აზერბაიჯანში ექსტრემისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც ტერაქტებს გეგმავდა

აზერბაიჯანის ქალაქ ისმაილში რელიგიური ექსტრემისტის ლიკვიდაცია განხორციელდა, რომელიც ქვეყანაში ტერაქტებს გეგმავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე იაშარ ჯავადოვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრი იყო. აზერბაიჯანის სუს-ის ცნობით, იაშარ ჯავადოვმა ამ დაჯგუფებების დაფინანსებით შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლითაც სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას გეგმავდა.
აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ცნობით, ექსტრემისტმა დაკავების პროცესში მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ორმხრივი სროლის დროს კი ის დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები