საქართველოში დღეს 110 ათასამდე მარიამი ცხოვრობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში დღეს 110 ათასამდე მარიამი ცხოვრობს, აქედან 2017 წელს უკვე 1 427 გოგონას დაარქვეს ეს სახელი.
როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში მარიამი ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია.
„რეკორდულად ბევრი მარიამი 2010 წელს დაიბადა, როდესაც საქართველოში 4 870 მარიამის დაბადება დარეგისტრირდა“,- აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები