ანა დოლიძე საკონსტიტუციო საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყაზახეთში საკონსტიტუციო საკითხებზე დაგეგმილ საერთშორისო კონფერენციას დაესწრება.

ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ,,კონსტიტუცია და საზოგადოებისა და ხელისუფლების მოდერნიზაცია” ასტანაში 29-30 აგვისტოს გაიმართება.

ანა დოლიძე კონფერენციას ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიწვევით დაესწრება, რომელიც ვენეციის კომისიასთან ერთად ორგანიზებას უწევს აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები