ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე, როგორც თბილისის მერი ჩემპიონი იქნება

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე, როგორც თბილისის მერი ჩემპიონი იქნებაპარლამენტის თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამის შესახებ მან კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერობის სახელისუფლო კანდიდატს წარმატება კიდევ ერთხელ უსურვა.

„მინდა კახა კალაძეს წარმატება კიდევ ერთხელ ვუსურვო. მის გამარჯვებასა და წარმატებაში ყველა დარწმუნებული ვართ. ის ყველა საქმეში ჩემპიონი იყო, რასთანაც დღემდე ჰქონია შეხება. ის იყო ჩემპიონი სპორტში, ბისნესისა და სახელმწიფოს მართვაში. დარწმუნებული ვარ, ის, როგორც თბილისის მერი ჩემპიონი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კახა კალაძე სიცოცხლით სავსე თბილისის წარმატებული მერი იქნება.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კახა კალაძემ საკუთარი შტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები