ეკა ბესელია: ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულმა ქმედებამ დაძლია საფრთხე

“ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულმა ქმედებამ დაძლია საფრთხე”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ბორჯომში განვითარებული მოვლენები.
ბესელიას განმარტებით, ქართველებს საოცარი თვისება აქვთ – როდესაც განსაცდელი დგება და ერთობაა საჭირო, სწორედ მაშინ იგრძნობა ამ ერთიანობის მადლი.
როგორც „კვირას“ პარლამენტიდან აცნობეს, ეკა ბესელიამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული.
„მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ერთსულოვნებისთვის, რომელიც საფუძველი გახდა სტიქიის დამარცხების ამ ურთულეს დღეებში. მადლიერება ჩვენს მაშველებს, მეხანძრეებს, მფრინავებს, ჯარისკაცებს, მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს, მოქალაქეებს და ყველას, ვინც თავისი როლით და შესაძლებლობით გაერთიანდა. ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულმა ქმედებამ დაძლია საფრთხე. განსაცდელის დროს, ხალხს სჭირდება ხელისუფალი იდგეს მასთან ახლოს და ამ ერთობამ შექმნა კიდევ მეტი წინაპირობა სირთულეების დაძლევის. პრემიერის და გუნდის ერთობა ყველაზე რთულ დღეებში, ადგილზე ვითარების გაძღოლა მართლაც საშური და სამაგალითო იყო. აღვადგენთ, რაც დაზიანდა და კიდევ მეტად გავუფრთხილდებით იმას, რაც გადავარჩინეთ ერთსულოვნებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები