ახალციხეში, სოფელ ურაველთან ხანძარი გაჩნდა

ახალციხეში, სოფელ ურაველთან ბალახი და რამდენიმე ბუჩქი დაიწვა. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლმა 1,5 ჰა ფართობი გაანადგურა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია და ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
ამჯერად, იქვე ახლომდებარე ტყე ხანძარს გადაურჩა. შემთხვევის ადგილზე, სახანძრო – სამაშველო 4 ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები