მდინარე ამაზონში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაიკარგა
ბრაზილიაში, მდინარე ამაზონში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 40 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 20-მდე მგზავრი კი მაშველებმა გადაარჩინეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო გემი Comandante Ribeiro დილით ჩაიძირა. გემზე 70 მგზავრი იმყოფებოდა.