“ბელორუსიის ვერტმფრენი საათში 2-3-ჯერ ასხამს წყალს ხანძარზე, რომელ ობიექტზეც იმუშავა, იქ ხანძარი პრაქტიკულად ლიკვიდირებულია”

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ ეტაპზე ქარი ართულებს. როგორც მან აღნიშნა, დაკვამლიანება საკმაოდ ძლიერია.
„დილით განვაცხადე, რომ იყო იდეალური ამინდი იმისთვის, რათა ცეცხლის ლოკალიზაცია მოგვეხერხებინა, მაგრამ ქარის გარეშე, დაახლოებით სამი საათით მუშაობის საშუალება მოგვეცა. 10:00 საათზე ამოვარდა ძლიერი ქარი. ახლა გვაქვს ის მოცემულობა, რომ ასეთი ძლიერი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ ყოფილა, რაც ძალიან ართულებს ხანძრის ქრობის პროცესს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთელი ძალებით ჩართულები ვართ ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში“, – განაცხადა მღებრიშვილმა..
მისივე თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდანვე ჩართულია ვერტმფრენები.
„ბელორუსიის მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი არის ძალიან დიდი. მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები წყლის ასაღებად და ხაშურში, მთებში ტბიდან იღებს ის წყალს. საათში დაახლოებით, 2-3-ჯერ ასხამს წყალს  ხანძარზე, მაგრამ იმდენად ეფექტურია მისი მუშაობა, რომ რომელ ობიექტზეც იმუშავა, იქ ხანძარი პრაქტიკულად, ლიკვიდირებულია“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები