თბილისის ზღვის მიმდებარედ მომხდარი ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ერთმანეთს „ჰონდასა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ქალბატონი, რომელიც „ჰონდას“ მართავდა, საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები