ატენის ხეობაში ხანძარი გაჩნდა

ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში, ამ წუთებში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან ერთი კილომეტრით არის დაშორებული. ინციდენტის ადგილზე იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და აპარატის თანამშრომლები. „როგორც გვაქვს ინფორმაცია, ხანძარი გავრცელებულია ერთ ჰექტარზე, ადგილი საკმაოდ მიუდგომელია და, სავარაუდოდ, ტექნიკას გაუჭირდება მისვლა. ვფიქრობ, ბოშურის ხეობაშიც ვერტმფრენების გამოყენება გახდება საჭირო“, – განაცხადა „კვირასთან“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გელა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები