სომხეთიდან საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად მაღალი გამავლობის ტექნიკა გამოიგზავნა

სომხეთიდან საქართველოში ათეულობით მეხანძრე მაშველი და ტექნიკა გამოიგზავნა. შემადგენლობა ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე ჩაებმება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სომხეთის აღჭურვილობაში არის ისეთი სამაშველო ტექნიკა, რომელიც მიუვალ ადგილებში შეუფერხებლად შეძლებს მუშაობას.
„სომხეთიდან წამოსულია 65 მეხანძრე მაშველი, 13 ათეული ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის, რაც ეფექტური იქნება ხანძართან ბრძოლაში“,- განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხური ტექნიკა და ცოცხალი მაშველი ძალა საქართველოს საზღვარს ხვალ გადმოკვეთს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ სომხეთიდან წამოსული დახმარება ხვალ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იქნება. ამ დროის მანძილზე კი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილობრივი რესურსის გარდა, როგორც უკვე ცნობილია, გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის დახმარებაც.
სომხები გზავნიან ისეთ ტექნიკას, რომლითაც მიუვალ ადგილებშიც შესაძლებელი იქნება მუშაობა“, – განუცხადეს „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები