„დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში”

“კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ოჯახებმა გადაწყვიტეს, თავიანთი შვილები გაეგზავნათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – ამის შესხებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რითაც 146-ე სკოლის 6 მოსწავლის ოკუპირებულ ყირიმში რუსული ენის გასაუმჯობესებლად გამგზავრების ფაქტს გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება სკოლის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის და ოჯახების მხრიდან.
”ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება სკოლის მასწავლებელმა, სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. პირველ რიგში, პრინციპულია, რომ ჩვენ ვგმობთ ყირიმში ოკუპაციას და მიგვაჩნია, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ნებისმიერმა მასწავლებელმა და ნებისმიერმა დირექტორმა ამ მიმართულებით. ჩვენ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მოვიკვლევთ ამ სიტუაციას. მინიმუმ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, მაქსიმუმ – ბოროტ განზრახვასთან. დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები