ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა – ცეცხლი წაღვერის ტყეს უკიდია

სტიქიის ზონაში ხანძრის არაერთი ახალი კერაა. ამჟამად ცეცხლი წაღვერის ტყეში გაჩნდა. როგორც შემთხვევის ადგილიდამ „კვირას“ კორესპონდენტი იუწყება, წაღვერის შესასვლელთან ტყის მასივი იწვის.
რაც შეეხება ზოგადად სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას, ცეცხლის ლოკალიზება ძლიერი ქარის გამო რთულდება. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადგილზე ელოდებიან სამაშველო თვითმფრინავსა და ვერტმფრენებს თურქეთიდან, ასევე, პრემიერის თქმით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სომხეთის სახანძრო ეკიპაჟებიც ჩაერთვებიან.
როგორც პრემიერმა განმარტა, ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის ჩაქრობა.

https://www.youtube.com/watch?v=DD6GiWYiVuc&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები