ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და რეანომობილია მობილიზებული, – ამის შესახებ „კვირას“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ცნობით, ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. მინისტრი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები.
ამ დრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები