მდინარე ენგურში ბორის ხარძიანის ცხედარი იპოვეს

დღეს, დილის საათებში, კალა-იფარის მონაკვეთზე, მდინარე ენგურში ბორის ხარძიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ „კვირას“ მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ცხედარს 6 აგვისტოდან ეძებდნენ უშგული-კალას მონაკვეთზე.
სამაშველო სამსახურებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ბორის ხარძიანის კუთვნილი ავტომობილი მდინარე ენგურში მიმდინარე წლის 6 აგვისტოს აღმოაჩინეს.
ბორის ხარძიანი ოჯახით სოფელ კალაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები