სინოპტიკოსების ინფორმაციით, ბორჯომში ქარი ხვალამდე შენარჩუნდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ბორჯომში ხვალ ქარის სიჩქარე ოდნავ ნაკლები იქნება – ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ამჟამად ბორჯომში ქარის სიჩქარე 5 მ/წ-ს შეადგენს.
„ახლა ქარის სიჩქარე არის 5 მ/წ, რაც ღამითაც შენარჩუნდება და ხვალ დილისთვის ვვარაუდობთ, რომ დაიკლებს. ხვალ, 10:00 საათიდან ქარის სიჩქარე ნაკლები იქნება. მომატებით ნამდვილად არ მოიმატებს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო, თუმცა ქარის ამოვარდნის გამო, დაბის მხარეს ხანძრის კერები ხელახლა წარმოიშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები