თორნიკე გვაზავა: თუ ბორჯომში ქარი გაძლიერდა, ხანძრის მასშტაბის პროგნოზირება გაძნელდება

„ხანძარი თითქმის ლოკალიზებული იყო, მაგრამ ძლიერი ქარი ამოვარდა და ახალი კერები წარმოიშვა“, – ამის შესახებ აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.
მისივე თქმით, ბორჯომის ტყეში ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ხანძარი თითქმის ლოკალიზებული იყო, მაგრამ ძლიერი ქარი ამოვარდა და ახალი კერები წარმოიშვა. დაბის მხრიდან აალდა რამდენიმე კერა. ყვიბისის მხარეს არაფერი ემუქრება. ამ ეტაპზე მუშაობს ვერტმფრენი. მოსახლეობასთან არანაირ კავშირში არაა, მოსახლეობა ქვემოთაა – დაახლოებით კილომეტრნახევრის მოშორებით, ქარი კი ქვემოდან ზემოთ უბერავს, მთის წვერისკენ“, – აღნიშნა გვაზავამ.
სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, თუკი ქარი ჩადგა, ხანძრის სრული ლოკალიზება შესაძლებელი იქნება.
„იმის გარანტიას, რომ ქარი არ გაძლიერდება, ვერავინ მოგვცემს. თუ გაძლიერდა ქარი, ხანძრის მასშტაბის პროგნოზირება ძნელია, რომ მოვახდინოთ“, – აღნიშნა თორნიკე გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები