შპს „ტრანსსერვისი“ ისნის ბაზრობაზე დამწვარი ჯიხურების გაწმენდასა და აღდგენას უზრუნველყოფს

„შპს ტრანსსერვისი“ ისნის ბაზრობის ტერიორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მოუწოდებს, მიყენებული ზიანი დროულად აღწერონ.
ამის შესახებ შპს „ტრანსსერვისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შპს „ტრანსსერვისი“ გამოძიების დასრულებამდე ნებაყოფლობით, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ტერიტორიის გაწმენდას და იმ ჯიხურების აღდგენას, რომლებიც განადგურდნენ 2017 წლის 19 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში, დროულად აღწეროთ ქონება და შეაფასებინოთ მიყენებული ზიანი, მიიღოთ მონაწილეობა ქონების გადარჩევაში, ჯიხურებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, გადარჩენილი ქონების გატანასა და ჯიხურების აღდგენაში, რაც მოგცემთ საშუალებას, უმოკლეს ვადაში შეძლოთ საქმიანობის გაგრძელება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ისნის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და ბაზრობის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები