„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ “ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა

„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ “ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დასახელდა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მის პარტიას თბილისის მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავდა, თუმცა ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, მათ გადაწყვიტეს, რომ მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაესახელებინათ.
კუკავას თქმით, ისინი ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას უახლოეს დღეებში წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები