ხაშურის კავშირგაბმულობის ძველ შენობაში ხანძარია

ხაშურში, კავშირგაბმულობის ძველ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოდან აცნობეს, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ოთხი ჯგუფი მუშაობს და ცეცხლს 20 მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
ხანძრის შედეგად, შენობის დაახლოებით 150 კვ/მ ფართობი განადგურდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები