სოფელ დაბაში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

წაღვერთან, სოფელ დაბას ტერიტორიაზე, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ადგილზე ვერ მიდის ტექნიკა, მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ცეცხლი 4-5 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. „ტერიტორია საკმაოდ მიუდგომელია, ამიტომ, სახანძრო მანქანები ადგილზე ვერ მუშაობენ და ცეცხლის ჩაქრობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც არის ჩართული.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარიც ართულებს.
ცეცხლი დაახლოებით 4-5 ჰექტარს უკიდია, თუმცა დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება”, – განუცხადეს „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ცეცხლი ბორჯომსა და წაღვერს შორის მდებარე სოფელ დაბაში დღის პირველ ნახევარში გაჩნდა, ეს ის ტერიტორიაა, რომელიც, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები