წაღერში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი ჩაერთვება

წაღვერში, მთის მასივზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, ადგილი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, მიუდგომელია, რის გამოც საჭირო გახდა სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა. „ადგილი იმდენად მიუდგომელია, მხოლოდ მეხანძრე-მაშველების დახმარებით გაძნელდება ცეცხლის ლოკალიზება, ამიტომ გამოვიყენებთ საზღვრის პოლიციის ვერტმფრენს.
ამ დროისთვის, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გაჩენის საფრთხე არ არის“, – განაცხადეს “კვირას”საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები