ლისის ტბაზე ხანძარი ლოკალიზებულია

დაახლოებით ერთი სათის წინ, ლისის ტბაზე ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი ბალახებს და წიწვოვან ნარგავებს გაუჩნდა და დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო და 25 მეხანძრე მაშველი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები