წაღვერში მთის მასივს ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

წაღვერის ტერიტორიაზე, სოფელ დაბასთან მთის მასივს ცეცხლი გაუჩნდა.
ჯერჯერობით, ხანძრის მასშტაბი დაუდგენელია, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად კი მაღალი ტემპერატურა სახელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ჯგუფების მობილიზება.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„ამ ეტაპზე, იგზავნება ჯგუფები. უცნობია ჯერ, თუ რა ფართობზეა ცეცხლი გაჩენილი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ იმ ადგილას, სადაც მოსახლეობაა, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, -განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

https://www.youtube.com/watch?v=lpcLKziVy0o&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები