საფრანგეთში მეხი დაეცა კარავს, სადაც მოსწავლეები ისვენებდნენ – დაშავებულია 8 მოზარდი

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის ქალაქ ვიენში 8 მოზარდი მეხის შედეგად დაშავდა. ისინი კარვებით ბანაკში ისვენებდნენ. ადგილობრივი მედიის განცხადებით, შემთხვევა 19:00 საათზე მოხდა. მეხმა ბანაკის ტერიტორიაზე ჯერ ელექტრონული ბოძი, შემდეგ კი ბანაკში დამონტაჟებული ჩამრთველები დააზიანა. დარტყმის შედეგად შვიდმა მოზარდმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, ბანაკის ერთ-ერთ წევრს, 15 წლის ახალგაზრდას კი კლინიკური სიკვდილი დაუფიქსირდა. ის დროულად გადაიყვანეს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა, ექიმების განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
საფრანგეთის ქალაქ ვიენში ერთ-ერთი სკოლის 16 მოსწავლე ქალაქ დეკარტიდან დასასვენებლად ერთი კვირის წინ ჩავიდა. მოზარდებს ბანაკში ერთი კვირა უნდა გაეტარებინათ. უბედური შემთხვევის შესახებ მოსწავლეების მშობლებს უკვე შეატყობინეს.
ნაციონალური მეტეოსადგურის „მეტეო-ფრანსის“ ინფორმაციით, ძლიერი წვიმების და ელჭექის გამო, საფრანგეთის 13 რეგიონში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები