„ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია“ – Black Sea Arena ახალ პროექტს უმასპინძლებს

15 აგვისტოს, 20:00 საათზე, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, „ბრავო რექორდსი“ და Altervision Group წარმოგაგენს პროექტს: „ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ირაკლი ჩარკვიანის ყველაზე პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ:
სტეფანე, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, გვანცა ჯაფარიძე, Soft Eject, Green Room, New One, Loudspeakers, რობი კუხიანიძე & Outsider,  Erekle Deisadze & Beqa Kundalini, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
საღამოს გაუძღვება გელა ჩარკვიანი.
ბილეთის ფასი:
10, 15, 20, 25, 30 და 60 ლარი.
ბილეთები იყიდება ონლაინ: https://goo.gl/ygpU9k
პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები