იტალიელებმა სოლიდარობის ნიშნად ფესტივალი საქართველოს ჰიმნით გახსნეს (ვიდეო)

საქართველოს ჰიმნით გაიხსნა იტალიის ქალაქ რიმინის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები მონაწილეობენ.
როგორც „კვირას“ ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ განუცხადა, ფესტივალის ორგანიზატორებმა ამით 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციაზე საქართველოსადმი სოლიდარობა გამოხატეს.
“2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე ინფორმაცია ორგანიზატორებს ჩვენ მივაწოდეთ და მათაც ფესტივალი საქართველოს ჰიმნით გახსნეს”, – აღნიშნა ნატალი პატარიძემ.
ფესტივალზე პირველი ნომრებიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა წარადგინეს.
რიმინის საერთაშორისო ფესტივალი 10 აგვისტოს დასრულდება და მაში 17 ქვეყანა მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=JzvjY5ZmV6k&feature=youtu.be 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები