როჯერ ვონ გუნტენის გამოფენა – ,,ედემი’’ გაიხსნება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში თანამედროვე მექსიკელი არტისტის, როჯერ ვონ გუნტენის გამოფენა – ,,ედემი’’ გაიმართება.
გამოფენა 10 აგვისტოს, 17:00 საათზე, გაიხსნება და 20 სექტემბრამდე გასტანს.
გამოფენა მოიცავს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ნამუშევრებს და წარმოადგენს ერთგვარ მოგზაურობას როჯერ ვონ გუნტენის ვიზუალურ სამყაროში.
როჯერ ვან გუნტენი არის პოსტმოდერნიზმში გარდამავალი პერიოდის მექსიკელ ხელოვანთა გაერთიანების, „განხეთქილების“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ქრომატიზმით, ექსპრესიონიზმითა და არაფორმალურობით, მისი გრაფიკული ფანტაზია ხშირად წააგავს კომიქსს. გუნტენის შემოქმედება გამოირჩევა დამახასიათებელი იუმორით, რომლითაც ის ეხმიანება მსოფლიოს დაძაბულობასა და კონფლიქტებს. მისი შემოქმედება პროტესტია, რომელიც ინტენსიური ფერებითა და გამოკვეთილი კონტურებით გამოიხატება.
მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ლ. გუდიაშვილის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები