„ანბანასხმულები“ – ჯუბა ღებელმა, საიუბილეოდ, პოეზიის მოყვარულებს სიურპრიზი შესთავაზა

გამოვიდა პოეტ ჯუბა ღებელის ერთსტროფიანი ლექსების ახალი კრებული: „ანბანასხმულები“. კრებულის წარდგენა 7 აგვისტოს, 18:00 საათზე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში გაიმართება.
„ანბანასხმულები“ –  ჩემი პატარა წიგნი, პატარა ერთსტროფიანი ლექსების კრებულია… 33 ლექს-სტროფი, ანბანის ოცდაცამეტ ასო-ბგერაზე…
ეს ჩემი პატარა იუბილის პატარა საჩუქარია… ნახევარი საუკუნის გავმხდარვარ…
ასე უცბად გადის დროს, ამიტომ გვიყვარდეს ადამიანებს ერთმანეთი, მოვეფეროთ ერთმანეთს“… – წერს ჯუბა ღებელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
წარდგენაზე მისულ პოეზიის მოყვარულთ სიურპრიზი ელოდებათ – ჭიქებზე ასხმული „ანბანასხმულები“… 33 ასო-ბგერა და ლექსი 33 ჭიქა-ფინჯანზე იქნება გამოსახული.
მის: დიმიტრი უზნაძის ქ. 68.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები