გუდაურში ე.წ ,,გადასახედის” რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება

გუდაურში ე.წ ,,გადასახედის“ მონუმენტის სრული რეაბილიტაცია გრძელდება. აგვისტოს ბოლოდან ტურისტებსა და დამთვალიერებლებს განახლებული ,,გადასახედი“ დახვდებათ.
როგორც „კვირას“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა, კონსტრუქციის გამაგრება და მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილის დაგება. ასევე, დაგეგმილია დასასვენებელი ადგილებისა და პარკინგის მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები