Jamiroquai უკვე ბათუმშია

Jamiroquai ბათუმშია. ჯეი ქეი საქართველოს უკვე ესტუმრა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„გრემის“ ლაურეატი ჯგუფი 1992 წელს დაარსდა, მის ანგარიშზეც 26 მილიონი გაყიდული ალბომია. იგი კონცერტს შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში 28 ივლისს გამართავს. გრანდიოზულ შოუს ბათუმის ჩოგბურთის კლუბი უმასპინძლებს. შოუ 19:00 საათზე დაიწყება.
კავკასიის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც Jamiroquai-მ კონცერტის გამართვის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები