საგურამო „ილიაობის“ დღესასწაულს უმასპინძლებს

„ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნება ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხადეს, „ილიაობა“ 2 აგვისტოს, 16:00 საათზე დაიწყება.
სპეციალურად ამ დღეს მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას იმერეთის რეგიონის წარმომადგენლები უმასპინძლებენ. „ილიაობაში“ მონაწილეობას მიიღებენ: ახალგაზრდა თეატრალები “მარჯანიშვილელები”;  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ვაჟთა გუნდი; წყალტუბოს ხალხური სიმღერის ანსამბლი “ნადური”.
საგურამოს მამულში უამრავი ადამიანი მოდიოდა ილიასთან, რათა ანგელოზის დღე მიელოცათ მისთვის, ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე.
2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში 2 აგვისტოს დღესასწაული აღდგა განახლებული ფორმატით. ამ დღეს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.
2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩასული სტუმრები იყვნენ,.2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა, 2016 წელს – აფხაზეთმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები