თელავში დარეჯან ჭილაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ვაჟა – ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო თეატრის ფოიეში, თელავის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები სამართლიანობისათვის” ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, სამხატვრო აკადემიის პედაგოგის – დარეჯან ჭილაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: თელავის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ელენე ღარიბაშვილი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი, საქართველოს მხატვართა კავშირის პრეზიდენტი გურამ ცერცვაძე, კახეთის რეგიონის ქალთა სახლების და სიღნაღის რაიონის სოფ. ვაქირის ქალთა სახლის ხელმძღვანელი ნანა ნანობაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ურთიერთობის კორდინატორი და გამგებლის მოადგილე ეკა ჩახნაშვილი, ქვემო ალვანის ქალთა სახლის ხელმძღვანელი ეკა ტაბახმელაშვილი, ასევე თელავის საზოგადოების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები