დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „კვირას“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1, 5 მლნ. ლარს აჭარბებს.
სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადები მოპირკეთდა, მოეწყო წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელი, ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი. პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროექტის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ადგილზე დასაქმებული იყო 30 – მდე ადგილობრივი მოსახლე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები