„ავტოგრაფებში შემონახული ისტორია“

ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში 5 აგვისტომდე გრძელდება  გამოფენა: “ავტოგრაფებში შემონახული ისტორია”.  გამოფენაზე  პირველად არის წარმოდგენილი ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა – მუზეუმის ფონდებში დაცული მასალა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი წარწერები, ვახტანგ ჭაბუკიანისადმი სამახსოვროდ მიძღვნილ წიგნებზე თუ ნივთებზე. გამოფენა გვიამბობს იმ პიროვნების ისტორიას, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა საბალეტო ხელოვნების განვითარებაში, ქართული ბალეტის პოპულარიზაციაში და თაობათა ჩამოყალიბებაში.
დამთვალიერებელს შეუძლია, იხილოს: მხატვარ ლადო გუდიაშვილის მიერ ნაჩუქარი ნამუშევარი – „ცეკვა ირმულა“; მხატვარ ელენე ახვლედიანის სამახსოვრო ნახატი -„შატილი“; დირიჟორ ვახტანგ ფალიაშვილის ნაჩუქარი წიგნი -„ბალეტმეისტერის ხელოვნება“ – პირადი მინაწერით; ფრანგული ბალეტის ფუძემდებლის, ბალეტის მოცეკვავე სერჟ ლიფარის სამახსოვრო წიგნები; ჭაბუკიანის პარტნიორის ნატალია დუდინსკაიას ბიოგრაფიული წიგნი – ავტორი გ. კრემშევსკაია და სხვა; საზოგადოებისთვის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან „ცეკვის ჯადოქრისადმი“ მიძღვნილი სამახსოვრო წარწერები.
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები