საქართველო ჯიფონის ბავშვთა კინოფესტივალზე

იტალიაში გამართულ ჯიფონის ბავშვთა კინოფესტივალში საქართველოდან 9 მოზარდი მონაწილეობდა. ეროვნული კინოცენტრის და ჯიფონის კინოფესტივალის თანამშრომლობა 5 წელია გრძელდება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ქართველი მოზარდები ორ ასაკობრივ კატეგორიაში: +13 და +16 მონაწილეობდნენ. ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად დატვირთული იყო. საკონკურსო ნაწილში წარმოდგენილი ფილმების შემდეგ იმართებოდა დისკუსია, რომელშიც ქართველი მოზარდები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ფესტივალს ტრადიციულად ვარსკვლავები სტუმრობენ, წლევანდელი სტუმრები იყვნენ: ჯულიანა მური, ემი ადამსი, კიტ ჰარინგტონი, ბრაიან ქრენსტონი, მიკა.
ქართველ მოზარდებს თითო სტუმართან თითო კითხვის დასმის უფლება ჰქონდათ. ჯულიანა მურს საინტერესო შეკითხვა დაუსვა ნინო გვარამიამ. კიტ ჰარინგტონს – მარიამ ყოჩიაშვილი გაესაუბრა. ემი ადამსთან აქტიური იყო – ნინა ერაძე, ბრაიან ქრენსტონს კითხვები დაუსვეს ქეთევან გორდელაძემ და სალომე ხრიკაძემ.
დისკუსიების დროს განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი: არჩილ გვასალიამ, ნია ჟვანიამ და ანა ყიფიანმა. ქართველმა მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ვარსკვლავების მისასალმებელი ვიდეოების მომზადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები