ბერლინი მარიამ დევდარიანის გამოფენას უმასპინძლებს

ბერლინი ქართველი მხატვრის, მარიამ დევდარიანის გამოფენას უმასპინძლებს. მისი ფერწერული ნამუშევრები  გალერეა Makowski 5-დან 25 აგვისტომდე გამოიფინება.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, მარიამ დევდარიანი 15-მდე, სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებულ ნამუშევარს წარადგენს. ესენია ბოლო პერიოდის განმავლობაში შექმნილი შედარებით აბსტრაქტული ნახატები. გამოყენებულია შერეული ტექნიკა – სხვადასხვა მასალა, საღებავი. მარიამთან ერთად გალერეაში 5 გერმანელი მხატვრის ნამუშევრებიც გამოიფინება.
გამოფენის ორგანიზატორია რუსუდან მაკოვსკი.
მარიამ დევდარიანმა 2012 წელს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის დიზაინისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში 2014 წელს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები