​ნიკორწმინდის ტაძარი 2018 წელს სრულად რეაბილიტირდება

27 ივლისს მთავრობამ ნიკორწმინდის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის 1 247 000 ლარი გამოყო. როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები ეტაპობრივად წარიმართება.
2017 წელს დაიწყება ტაძრის ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია, ხოლო 2018 წელს დასრულდება სრული სამუშაოები. მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაციის, მეხამრიდის და დამიწების კონტურის მოწყობა. რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია და მე-11 საუკუნით თარიღდება. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები