„ქალები საქართველოდან“ – ფილმის წარდგენა და დისკუსია გაიმართება

პლატფორმა „ქალები საქართველოდან“ ფილმის წარდგენას და დისკუსიას გამართავს. ღონისძიება „ახალ მზიურში“ 30 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან ფილმისა და პლატფორმის გმირები. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
პრეზენტაციაზე მსურველს შეუძლია წიგნის „ქალები საქართველოდან“ შეძენა.
ფილმის რეჟისორია სალომე საღარაძე; ვიზუალური რიგი -ნინო ბაიდაური.
პროექტი/პლატფორმა “ქალები საქართველოდან” შეიქმნა შვედეთის საერთაშორიო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ, რომელიც განხორციელდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. ამჟამად სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები