„ქართული ხმების“ საიუბილეო კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება

ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ 30 წლის იუბილისთვის ემზადება. კონცერტი 5 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შესრულდება ქართული ფოკლორი და ის ჰიტები, რითაც მსმენელმა „ქართული ხმები“ გაიცნო და შეიყვარა.
არენას სცენაზე ანსამბლი ცხრაკაციანი შემადგენლობით გამოვა, მათთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან: თბილისის ბიგბენდი, ანსამბლი „ირიაო“, ნატო მეტონიძე, დავით ევგენიძე, გურული „შვიდკაცა“…  დადგმის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები