მესხეთის თეატრში ბრანისლავ ნუშიჩის „საეჭვო პიროვნების“ პრემიერა გაიმართება

მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო თეატრში, ორმოქმედებიანი კომედიის, ბრანისლავ ნუშიჩის „საეჭვო პიროვნების“ პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია მალხაზ ასლამაზაშვილი; სპეციალური მოწვევით თამაშობენ მსახიობები: ზურაბ ანთელავა და კოტე კახიშვილი.
სპექტაკლები 31 ივლისს და 1 აგვისტოს, 19:00 საათზე გაიმართება.
სცენოგრაფი – ლელა ფერაძე; კოსტიუმების მხატვარი – ნანა ყორანაშვილი; ტექნიკური რეჟისორი – ლარისა მალხასიანი
მონაწილეობენ: რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ზურაბ ანთელავა, მსახიობები: ბაქარ ალავიძე, მანანა ბერიძე, ლაშა ბუტულაშვილი, ლიაკო გოგიძე, მანუჩარ გოგოლაური, ანდრია ვაჭრიძე, კოტე კახიშვილი, ცირა ტაბატაძე, ლექსო ჩემია, ანი ხუბუტია, დავით აკოფიანი.
დადგმა განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები