აპოლონ სილაგაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა სახელგანთქმული აღმოსავლეთმცოდნე – არაბისტი, ქართველოლოგი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს პირველი ელჩი ეგვიპტეში, თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტიტუტის დირექტორი და არაბისტიკის კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი აპოლონ სილაგაძე. ამ ინფორმაციას ირანისტი, პროფესორი ნომადი ბართაია აქვეყნებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და  ქვეყნისთვის დიდ დანაკლისად მიიჩნევს ამ ფაქტს.
„აპოლონ სილაგაძე არ იყო შემოფარგლული თავისი სპეციალობით, არამედ ის იყო დიდი დიაპაზონის მქონე მეცნიერი. ვისაც აინტერესებს გაგება იმისა, თუ რამ მოგვიყვანა აქამდე, ვურჩევ წაიკითხოს მისი წიგნი „ქართული იდეა“, – წერს ნომადი ბართაია.
აპოლონ სილაგაძეს გამოასვენებენ: კვირას, 29 ივლისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თაბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკლესიიდან.
ცნობისათვის: 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1981-1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიტოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 1988-1992წწ. გაზეთ “სახალხო განათლების” (შემდგომში უზენაესი საბჭოს გაზეთი “ერი”) მთავარი რედაქტორი; 1992-1998წწ. გაზეთ “სვობოდნაია გრუზიას” მთავარი რედაქტორი;
1998-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ლიბანის რესპუბლიკასა და იორდანიის ჰასიმითურ სამეფოში.
1975 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1976 წლიდან დოცენტი, 1988 წლიდან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1990 წლიდან პროფესორი.

აპოლონ სილაგაძე იყო:
საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-1991);
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2009);

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები