„მუსიკალური ფესტივალი: საირმე – 2017“ გაიმართება

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში „მუსიკალური ფესტივალი საირმე: – 2017“-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.
ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან: საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭელიძე, კურორტ „საირმეს“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე, კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე და ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, „მუსიკალური ფესტივალი საირმე – 2017“  29 ივლისიდან – 10 სექტემბრის ჩათვლით, კურორტ საირმეში გაიმართება.
პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ანსამბლები და სოლო შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პროექტის განხორციელების მიზანია იმერეთის რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევა და კურორტ საირმეს, როგორც უნიკალური საკურორტო ზონის პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა და ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.
წელს ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „დიდგორი“, „იალონი“, „შავნაბადა“, „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“, „იამე“, „ბასიანი“, „თბილისი“, სოლოშემსრულებლები – ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, რომა რცხილაძე და Paul Rimple.
მომავალი წლიდან ფესტივალისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და სხვადასხვა ქვეყნიდან შემსრულებლების მოწვევა იგეგმება.
ფესტივალის წარმომდგენები არიან: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და კურორტი საირმე.  მედიამხარდამჭერები – რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, „იმედი“, „კომერსანტი“, „კვირის პალიტრა“.

ფესტივალის პროგრამა:

29 ივლისი – ანსამბლი „რუსთავი“
5 აგვისტო – ანსამბლი „დიდგორი“
12 აგვისტო – ანსამბლი „იალონი“
19 აგვისტო – დავით ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე
20 აგვისტო – რომა რცხილაძე და Paul Rimple
26 აგვისტო – ანსამბლი „შავნაბადა“
2 სექტემბერი – ანსამბლი „თბილისი“
9 სექტემბერი – ანსამბლები „იამე“ და „ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი“
10 სექტემბერი – ანსამბლი „ბასიანი“
(ფესტივალის საზეიმო დახურვა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები