„დამბალხაჭოს“ ფესტივალი გაიმართება

თიანეთის მუნიციპალიტეტში „დამბალხაჭოს“ ფესტივალი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალი დაბა სიონში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა დამბალი ხაჭოს და სხვა ნატურპროდუქტის გამოფენა-გაყიდვა,  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
გაიმართება კონცერტი ფოლკლორული კოლექტივების და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით.
ღონისძიებაზე მიწვეული არიან თანამედროვე ფშაური ლექსის და კაფიის საუკეთესო მთქმელები.
გაიმართება ტრადიციული კონკურსები საუკეთესო ხარისხის დამბალი ხაჭოს დამამზადებლის და დამბალი ხაჭოს თემაზე საუკეთესო ლექსის ავტორების გამოსავლენად.
ფესტივალი  30 ივლისს,  12.00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: შპს “სანათას სახლი” და ა (ა) იპ “ჩვენი ფშავი”, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები